logo
ENG



აშშ: ლიდერები სენატის კოლეგებთან მუშაობენ, რათა უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცონ

12 მაი 202212:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/12/yi4gfcj13u1fmii.jpg

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის, ადამ შიფის განცხადებით, ლიდერები სენატის კოლეგებთან ერთად მუშაობენ, რათა $40 მილიარდის დახმარების პაკეტი უკრაინისთვის მიიღონ და პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწეროს.

შიფის თქმით, აშშ-დან დამატებითი დახმარების პაკეტი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომს უკრაინაში.

"რაც უფრო მეტს გავაკეთებთ ახლა, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ამის [ომის] დასრულებას მას შემდეგ, რაც პუტინი გააცნობიერებს, რომ თავისი მიზნების მიღწევას არ აპირებს.

ხარჯები რუსეთისთვის ძალიან მაღალი გახდა. ხარჯები რუსების სიცოცხლის და სანქციების თვალსაზრისით, რომელმაც რუსეთის ეკომონიკასა და რუს ხალხზე გავლენა იქონია,” - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

28 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინის დასახმარებლად დამატებით $33 მილიარდის გამოყოფის ინიციატივით მიმართა. კონგრესმა კი უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის $40 მილიარდი გამოყო.


close დახურვა