logo
ENG



აშშ მოქალაქეებს აფრთხილებს, უკრაინაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

20 დეკ 202123:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/20/kio0v83se0iqu7k.jpg

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგზაურებისთვის რჩევები განაახლა,  რომელშიც მოქალაქეებს აფრთხილებს, უკრაინაში ჩასვლისგან თავი შეიკავონ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია უკრაინის საზღვართან რუსეთის მხრიდან გაზრდილ საფრთხეს უკავშირდება.

"რუსეთი აგრძელებს უკრაინის საზღვართან ძალების რაოდენობის გაზრდას. ამერიკელი მოქალაქეები საქმის კურსში უნდა იყვნენ იმის შესახებ, რომ რუსეთი გეგმავს მასშტაბურ სამხედრო ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ოქტომბრის თვეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მსგავსი რჩევა,თუმცა მაშინ ამის მიზეზად კოვიდ 19-ის პანდემია სახელდებოდა.

ერთ თვეზე მეტია, უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროა მობილიზებული. 

26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზების მიზეზი უკრაინის NATO-სკენ სწრაფვაა.

კრემლმა ვაშინგტონისგან მოითხოვა გარანტია, რომ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს არ შეუერთდება და რომ ალიანსი თავს შეიკავებს გარკვეული სამხედრო მოქმედებებისგან უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო.


close დახურვა