logo
ENG



აშშ ო’ბრაიენზე: ველით ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციისთვის

26 ივნ 202319:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/26/8bn1tzxvfr0dm7u.jpg

აშშ-ის საელჩო საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო’ბრაიენის ვიზიტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ო’ბრაიენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საერთო ინტერესის საკითხებს, კერძოდ კი სანქციებსა და მათ ეფექტურ განხორციელებასა განიხილავს.

საელჩოში ასევე აცხადებენ, რომ ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება.

"ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ"- ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ასევე ეწვევიან სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.


close დახურვა