logo
ENG



აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს

06 აპრ 202202:45
3 წუთის საკითხავი
 
აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ამის შესახებ განცხადება ოფიციალურად 6 აპრილს გაკეთდება. 

სანქციებს აშშ დიდი შვიდეულის ქვეყნებთან და ევროკავშირთან კოორდინირებულად გაამკაცრებს. 

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი მნიშვნელოვნად დააზარალებს რუსეთს და კიდევ უფრო გააუარესებს მის ეკონომიკურ, ფინანსურ და ტექნოლოგიურ მდგომარეობას. 

სანქციების ახალი პაკეტი: 

  • აკრძალავს ყველა ინვესტიციას რუსეთში;
  • გაზრდის სანქციებს რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებსა და რუსეთის მიერ კუთვნილ კომპანიებზე; 
  • სანქციები დაწესდება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე. 

აშშ-ის სახელმწიფოს წარმომადგენელმა თქვა: 

"ეს ზომები შეზღუდავს რუსეთის სახელმწიფო ძალაუფლების ძირითად ინსტრუმენტებს, რუსეთს მიაყენებს სერიოზულ და მყისიერ ეკონომიკურ ზიანს და პასუხს აგებინებს რუსულ კლეპტოკრატიას, რომელიც აფინანსებს და მხარს უჭერს პუტინის ომს. ეს ზომები მიიღება ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რაც აჩვენებს ჩვენს ერთიანობას რუსეთისთვის უპრეცედენტო პასუხისმგებლობის დაკისრებაში უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო". - თქვა მან. 


close დახურვა