ამერიკა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოუგზავნის. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სენატორმა ჯინ შაჰინმა გააკეთა, რომელიც თბილისში ვიზიტით იმყოფება.
შაჰინის თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი იმ ქვეყნებიდან, ვისაც ოფიციალური ვაშინგტონი ვაქცინას გაუგზავნის, თუმცა დოზების რა რაოდენობაზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია.
სენატორის თქმით, ეს ინფორმაცია თეთრმა სახლმა უკვე დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ცნობილი გახდა, რომ აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების 20 მლნ დოზა ვაქცინას საზღავრგარეთ გაგზავნის. საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებულ ავტორიზებულ ვაქცინებზე: ფაიზერი, მოდერნა და ჯონსონ&ჯონსონი.