logo
ENG



აშშ უარყოფს მოსკოვის ბრალდებას რუსეთის ტერიტორიულ წყლებში აშშ–ის წყალქვეშა ნავის შესვლაზე

13 თებ 202211:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/13/m4lnkcjolgv63ct.png

ამერიკის შეერთებული შტატები უარყოფს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა თქვა, რომ რუსული სამხედრო გემები გამოედევნენ აშშ–ის წყალქვეშა ნავს, რომელმაც რუსეთი საგარეო უწყების თქმით, რუსული გემის ბრძანება, რომ ზედაპირზე ამოსულიყო, არ შეასრულა.

რუსეთმა ვაშინგტონი საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და ეროვნული უსაფრთხოებისადმი მუქარაში დაადანაშაულა, მაშინ როცა უკრაინის გამო დაძაბულობაა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ აშშ–ის სამხედრო ხომალდი წყნარ ოკეანეში შენიშნეს და მან იქაურობა მაქსიმალური სიჩქარით დატოვა.

აშშ–ის სამხედრო ძალების პრესსპიკერის თქმით, რუსეთის მტკიცება, რომ აშშ მათ ტერიტორიულ წყლებში სამხედრო ოპერაციას ატარებდა, სიცრუეა.

"მე არ დავაკონკრეტებ ჩვენი წყალქვეშა ნავების ადგილმდებარეობას, მაგრამ ჩვენ ვიფრენთ, ვიზღვაოსნებთ და უსაფრთხოდ გადავაადგილდებით საერთაშორისო წყლებში" – თქვა კაპიტანმა კაილი რეინსმა.


close დახურვა