logo
ENG



აშშ უახლოეს მომავალში უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალების ახალ პარტიას გადასცემს - NYT

07 სექ 202319:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/07/30v6xbbqy0iif10.png

ამერიკა უახლოეს მომავალში უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალების ახალ პარტიას გადასცემს. ინფორმაციას The New York Times 3 ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი მაღალჩინოსანი The New York Times-სთან საუბარში ამბობს, რომ იარაღი საკვანძოა უკრაინის კონტრშეტევაში და მისი დინამიკის შენარჩუნებაში, რომელსაც უკრაინამ ცოტა ხნის წინ მიაღწია.

ჩინოსნები და დასავლელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კასეტური საბრძოლო მასალები ყველაზე ეფექტურია გაშლილ სივრცეში საბრძოლველად.

ივლისში, აშშ-მ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, რომლის ღირებულებაც 800 მილიონ დოლარს აღწევდა. 


close დახურვა