logo
ENG



აშშ უკრაინას გრანტის სახით დამატებით 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

22 ნოე 202221:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/22/hcja3ccgxj5esj6.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი უკრაინას გრანტის სახით დამატებით 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. განცხადებას სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯენეტ იელენი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის "ურყევ მხარდაჭერას". ასევე, ნათქვამია რომ თანხის გადაცემა უკრაინისთვის უახლოეს კვირებში დაიწყება.

"ეს თანხა დაეხმარება უკრაინის მთავრობას დაიცვას ქვეყანა რუსეთის უკანონო ომისგან, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას, ძირითადი სამთავრობო სერვისების ფუნქციონირებას, საავადმყოფოების თანამშრომლების, მასწავლებლებისა და მთავრობის ხელფასების გადახდას", - წერია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს თანხა არის კრიტიკული ინსტრუმენტი უკრაინისთვის, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს პუტინის არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში.

ამ თანხის გამოყოფით, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი გრანტების მოცულობა 13 მილიარდ დოლარს მიაღწევს.


close დახურვა