logo
ENG



აშშ უკრაინას დამატებით $400 მილიონის დახმარებას გამოუყოფს

04 ნოე 202222:24
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის დამატებით $400-მილიონიანი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა, რაც უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა ფარგლებში განხორციელდება. პაკეტი დრონებსა და ტანკებს მოიცავს.

"USAI-ის პაკეტი ხაზს უსვამს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ მათი ყველაზე გადაუდებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების გზით", - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა.

პაკეტი მოიცავს შეკეთებულ T-72-ის ტანკებს, ახალ უპილოტო საფრენ აპარატებს Phoenix Ghost, საჰაერო თავდაცვის სისტემის HAWK-ის შეკეთების დაფინანსებას და სხვა.

უკრაინა ტანკებს ჩეხეთიდან მიიღებს, ამავე დროს, სინგჰმა აღნიშნა, რომ აშშ აანაზღაურებს 45 ტანკის შეკეთებას, ხოლო კიდევ 45-ის - ნიდერლანდები.

მოსალოდნელია, რომ ტანკების ნაწილი დეკემბრის ბოლოსთვის ჩავა.

"ეს იქნება ბრძოლის ველზე ტექნიკურად ყველაზე სრულყოფილი ტანკები", - თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.

სინგჰის თქმით, Phoenix Ghost დრონების ნაწილი, რომელიც უკრაინას მანამდე შეჰპირდნენ, უკვე ჩავიდა.


close დახურვა