logo
ENG



აშშ უკრაინისთის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს - Reuters

14 ოქტ 202219:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/14/0k0pkntqoqvxjj5.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისთის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის ღირებულებაც 725 მილიონი დოლარი იქნება. ინფორმაციას Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თქმით, დახმარების პაკეტში იქნება დამატებითი საბრძოლო მასალა, ასევე სამხედრო ავტომობილები HMMWV. ჯერჯერობით უცნობია როდის გადაეცემა უკრაინას ეს დახმარება. გარდა ამისა, თეთრ სახლში ამბობენ, რომ NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაჩქარებული წესით უკრაინისთვის გადაცემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან ამერიკამ უკრაინას დაახლოებით 16.8 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება აღმოუჩინა.


close დახურვა