მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ სინოფარმით აცრაზე რეგისტრაციის დაწყება დღეს, 3 ივლისის 12:00 საათიდან დააანონსა, რეგისტრაცია ვერ ხერხდება.
საიტი - www.booking.moh.gov.ge გამორთულია.
დღეს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან პირველად არ განახლებულა ინფიცირების სტატისტიკაც.
საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინების 1 მილიონი დოზა გუშინ, 2 ივლისს შემოვიდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიმდინარე თვიდან ეტაპობრივად შემოვა ფაიზერის ვაქცინაც.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განცხადება ზოგიერთ მედიასთან გააკეთა და ვაქცინაციის საიტის გათიშვა კიბერშეტევით ახსნა.
რეგისტრაცია დღეიდან მხოლოდ სინოფარმზე უნდა დაწყებულიყო.