ცხრა თვის ბავშვს აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა - ჩვილი კიდევ ერთი ხუთი წლის ბავშვთან და ქალთან ერთად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
სამივე მათგანი ე.წ. ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 272 დადასტურებული შემთხვევაა - აქედან 68 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.
პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.