logo
ENG



აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს, სავარაუდოდ, გარეგნობის გამო თავს დაესხნენ

14 ივნ 202316:19
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს თავს დაესხნენ. როგორც კობა ფარტენაძე ტელევიზიასთან საუბრის დროს აცხადებს, მოქალაქემ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე დაემუქრა, რომ პარკში დაელოდებოდა. ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ თავდასხმა გარეგნობის გამო მოხდა.

"დღეს დილის გადაცემა დასრულდა თუ არა, დაცვამ შემატყობინა, რომ სტუმარი იყო მოსული, რომელიც მელოდებოდა გავედი, დამხვდა ადამიანი, რომელიც ქალაქიდან ვიცი [...]

წიგნი მოგიტანე საჩუქრადო. გავედი და თმებზე ჩამაფრინდა, სამი კიბით ქვემოთ ჩამაგდო. მადლობა ღმერთს ძლიერი დაზიანება არ მიმიღია. ამის შემდეგ იყო ის, რომ პარკში დამხვდებოდა, წამეკითხა ეს წიგნი, რეალურად ნახეთ, რომ წიგნი შეიცავს საკმაოდ მძიმე სიუჟეტებს.

სავარაუდოდ, ჩემს ფიზიკურ მონაცემებთან, ან ჩაცმულობასთან ჰქონდა პრობლემა, რომელიც ასე აშკარად არ გამოუხატავს. ქუჩაშიც მხვდებოდა, ჩვეულებრივად ვესალმებოდი და არასოდეს აგრესია არ ყოფილა", - განაცხადა ჟურნალისტმა.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


close დახურვა