აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ნინო ნიჟარაძემ დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" აჭარის ჯანდაცვის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ნინო ნიჟარაძე, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის, პირველი მოადგილის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა. მანამდე იგი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ ცენტრის ხელმძღვანელი იყო.
საკადრო ცვლილების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზაალ მიქელაძე ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს.