logo
ENG



აჭარაში ახალი ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია, ის ქობულეთის კლასტერს მიუკუთვნება - ნიჟარაძე

20 აპრ 202012:32
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჯარაძის განცხადებით, აჭარაში კოვიდინფიცირებული ქალი კლინიკა "მედალფაშია" მოთავსებული და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ინფიცირებული პაციენტის ოჯახის წევრები საკარანტინო ზონაში არიან გადაყვანილი. გარდა ამისა, ნიჟარაძის განმარტებით, პაციენტი ე.წ. ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება, შესაბამისად ის უკვე 10 დღის განმავლობაში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. 

"დაავადებული პირი გადმოიყვანეს კლინიკა "მედალფაში", ხოლო მისი ოჯახის წევრები გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. დღის განმავლობაში, მათ ახლო კონტაქტებს, ყველას ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევა. ქალი არის საშუალოზე მსუბუქი გამოხატულებით. რაც შეეხება მის შემხებლობას, როგორც უკვე გითხარით, ის ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული და უკვე 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაშია, ამიტომ სხვა მოსახლეობასთან, კონტაქტი არ ჰქონია", - ამბობს ნინო ნიჟარაძე. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 399-მდე გაიზარდა.


close დახურვა