![uhdv77nle1vics7.jpg](/uploads_script/news/thumb_uhdv77nle1vics7.jpg)
ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაკარგულ კიდევ ორ ადამიანს ეძებენ. სამაშველო სამუშაოებში მყვინთავებიც ჩაერთნენ, რადგან წყალში ერთი ცხედარი შენიშნეს. თავად კუნძულზე დაბრუნებას კი სამაშველო ჯგუფები ხვალ გეგმავენ. ბოლო მონაცემებით, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 20-მდე მძიმედ დაშავებული. დაღუპულთა ხსოვნას დღეს ახალ ზელანდიაში წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს. ვულკანის ამოფრქვევის დროს კუნძულზე 47 ტურისტი იმყოფებოდა, მათი უმეტესობა ავსტრალიის მოქალაქე იყო.