logo
ENG



ახალ ორლეანში მშენებარე სასტუმროს ჩამონგრევისას ორი ადამიანი დაიღუპა

13 ოქტ 201914:32
3 წუთის საკითხავი
 
jm2gj64msf1mruo.jpg

ორი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა ახალ ორლეანში მშენებარე სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად. მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებში დარჩენილი ორი მშენებლის ამოყვანას.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, არსებობს განმეორებითი ჩამონგრევის საფრთხე, რის გამოც ახლო მდებარე შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. „ჰარდ როკის“ კონსტრუქცია იმ დროს ჩამოინგრა, როცა ადგილზე ასზე მეტი მუშა იმყოფებოდა. ინციდენტის მიზეზებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.


close დახურვა