logo
ENG



ახალი არჩევნები ბელარუსში და ევროკავშირის სანქციები - კუბილიუსის 7-პუნქტიანი გეგმა

16 აგვ 202010:48
3 წუთის საკითხავი
clock 676

ბელარუსში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი Twitter-ზე 7-პუნქტიან სამოქმედო გეგმას აქვეყნებს.

როგორც კუბილიუსი წერს, პირველ რიგში ალექსანდრ ლუკაშენკო არალეგიტიმურად უნდა ცნონ, ქვეყანაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, უნდა გათავისუფლდენენ პოლიტიკური პატიმრები, ასევე სპეცრაზმის მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა გამოიძიონ. 

ევროპარლამენტარის განცხადებით, ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები უნდა დაუწესოს, თუმცა სანქციების გარდა კუბილიუსი ევრო გაერთიანების მხარდაჭერაზეც ამახვილებს ყურადღებას. 

ანდრიუს კუბილიუსი წერს, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაიას სახაროვის პრესტიჟული პრემია უნდა გადაეცეს.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.

ევროკავშირი ოფიციალური მინსკის წინააღმდეგ უახლოეს კვირებში სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადებს. ორგანიზაცია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და გამჭვირვალე.


close დახურვა