ახალი დეტალები FBI-ს მიერ დაკავებული 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილის ხმაურიან საქმეზე. შაბათის ფორმულამ გაარკვია ვისთან კონტაქტობდა მეტსახელად მეთაური ყასაბი ამერიკაში გამგზავრებამდე. მისი ახლო გარემოცვიდან გვიყვებიან, რომ 21 წლის ჩხიკვიშვილს თბილისში ნეონაცისტურ დაჯგუფებასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ის იმ დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი იყო , რომელიც რასობრივი, სექსუალური, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანებს სასტიკად უსწორდებიან. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიურო - სავარაუდოდ იმ მიმოწერებზეც მუშაობს, რომელიც შაბათის ფორმულამაც მოიპოვა.
ახალი დეტალები FBI-ს მიერ დაკავებული მიხეილ ჩხიკვიშვილის საქმეზე - შაბათის ფორმულა
27 ივლ 202420:04
3 წუთის საკითხავი