ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნანაია მაჰუტას განცხადებით, ათზე მეტი რუსული ფინანსური სუბიექტის, მათ შორის ქვეყნის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
სანქციები 18 ფინანსურ ორგანიზაციაზე ვრცელდება, რომლებიც სავარაუდოდ, რუსეთის უკრაინაში შეჭრას აფინანსებენ და რუსეთის მთლიანი საბანკო აქტივების დაახლოებით 80%-ს შეადგენენ.
“ეს სანქციები შექმნილია ეკონომიკური და პოლიტიკური ხარჯების დაწესებისთვის. სანქციების ამ ბოლო რაუნდით ახალი ზელანდია მთელი მსოფლიოს ქვეყნებს უერთდება, რომლებმაც მძიმე ჯარიმები დაუწესეს პრეზიდენტ პუტინს და სისტემას, რომელიც მის უკანონო შემოჭრას აფინანსებს,” - თქვა მაჰუტამ.
გასულ თვეს ახალმა ზელანდიამ სანქციები რუსული სუბიექტებისა და ფიზიკური პირების, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მისი უშიშროების საბჭოს წევრების, პოლიტიკოსების, ოლიგარქებისა და სამხედრო ლიდერების წინააღმდეგ დააწესა.