ახალი ზელანდიის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა, რომლებიც პოლიტიკური ელიტის წევრებსა და ქვეყნის თავდაცვის სექტორზეა მიმართული.
სანქციების ახალი რაუნდი გულისხმობს სანქციების დაწესებას ფედერაციის საბჭოს 170 წევრისთვის, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატისთვის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები ეხება ექვსი კომპანიას და ორგანიზაციას, რომლებმაც წვლილი შეიტანეს უკრაინაზე თავდასხმაში.
“რადგან პრეზიდენტ პუტინის სამხედრო მანქანა თავის უკანონო თავდასხმებს აგრძელებს და სისასტიკეს ავლენს, ჩვენ გადავწყვიტეთ, ამის მონაწილეებს ხარჯები დავაკისროთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და მზად ვართ პუტინი და მისი მეომრები პასუხისგებაში მივცეთ". - განაცხადა ნანაია მაჰუტამ.
გასულ თვეს ახალმა ზელანდიამ სანქციები 18 რუსული ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ დააწესა, რომლებიც სავარაუდოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრას აფინანსებენ და რუსეთის მთლიანი საბანკო აქტივების დაახლოებით 80%-ს შეადგენენ.