logo
ENG



ახალქალაქში გარდაცვლილ 27 წლის ბიჭს 2 თვის ორსული მეუღლე დარჩა

09 აგვ 202000:25
3 წუთის საკითხავი
 
srkigzgq1jyjkd4.jpg

ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ფორმულას ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა სოფელ კულიკამიდანაა, მას 2 თვის ორსული მეუღლე დარჩა.

დაპირისპირება გარდაცვლილ 27 წლის ბიჭსა და ახალქალაქში ერთ-ერთი სასტუმროს "არტ სერგეის" მეპატრონეს შორის მოხდა. ადგილობრივების თქმით, 2 პიროვნებას შორის დავა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უფრო დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მას შემდეგ, რაც ახლობლებმა 27 ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს დააზიანეს 2 ავტომანქანა და რამდენიმე სახლი დაწვეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდაშემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აწარმოებს.


close დახურვა