logo
ENG



ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

11 აგვ 202011:35
3 წუთის საკითხავი
clock 541

ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის, ადვოკატის ტარიელ ბალაბანიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. 

როგორც ადვოკატმა "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, პირს ბრალდება 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ადვოკატის თქმით, გირაოს თაობაზე შუამდგომლობის დაყენებას დაცვის მხარე არ აპირებს. 

"ბრალი წარედგინა 2 მუხლით 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება). 108-ე მუხლთან მიმართებით თავს დამნაშავედ არ ცნობს, ხოლო მეორე მუხლით წარდგენილ ბრალს ეთანხმება. ჩვენებას არ აძლევს. იყენებს დუმილის უფლებას. შუამდგომლობის დაყენებას გირაოსთან დაკავშირებით არ ვაპირებთ", - განაცხადა ბალაბანიშვილმა

ცნობისთვის, ახალციხის რაიონული სასამართლო დღეს დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. 

შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

მას შემდეგ, რაც ახლობლებმა 27 ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს, დააზიანეს 2 ავტომანქანა და დაწვეს რამდენიმე სახლი. ადგილობრივების თქმით, ინციდენტში 50-მდე პირი მონაწილეობდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.


close დახურვა