logo
ENG



ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა

15 ივნ 202017:52
3 წუთის საკითხავი
 
3tkl7g05nxr75bf.jpg

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში, ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, 12 წლის მოზარდი სკოლის წინ გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას ჯიპის ტიპის ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).


close დახურვა