თბილისში კაცს თავს დაესხნენ და ხელკეტებით სცემეს. შემთხვევა ბაგებში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კაცს თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა. თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ.
ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.