ბიზნესმენ მერაბ ხიდაშელის, ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი შეუმსუბუქდა და ჯგუფური ძალადობის მუხლი გადაკვალიფიცირა.
"წარდგენილი აქვს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ასევე ჯარიმას და გამოსასწორებელ სამუშოებს, თუმცა დაკავებული იყო მუხლით, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ანუ არსებითად შეუმსუბუქდა ბრალდება. მუხლი დარჩა იგივე, უბრალოდ, ნაწილია შემსუბუქებული. ამ ბრალდებასაც არ ვეთანხმებით, რადგან გაუგებარია, როცა ამბობენ, რომ ჯგუფურად ჩაიდინა დანაშაული, უნდა გვითხრან, ვისთან ერთად ჩაიდინა. ერთი ადამიანი ადებს ხელს, რომელიც არც კი იცნობს ხიდაშელს", - აცხადებს დავით კორკოტაშვილი.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მამუკა გურჩიანს, მისი ადვოკატის თქმით, ის ორივე წაყენებულ ბრალს აღიარებს. შეგახსენებთ, რომ გამოძიება მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას ედავება.
"დამიდასტურა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გურჩიანმა, რომ მოხდა ურთიერთშეკამათება. ის ბრალს აღიარებს", - აღნიშნავს კობა ამბარდანიშვილი
ინციდენტი ბაგებში 3 ივნისს მოხდა. სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება, ბარ „არტ ჰაუსის“ წილებს უკავშირდება.