logo
ENG



ბათუმელები: ბათუმში, ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვს ფეხები დაეწვა

27 ნოე 202311:11
3 წუთის საკითხავი
 

გამოცემა ბათუმელები წერს, რომ ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა. გამოცემა ბავშვის დედას ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ბავშვს ორივე ფეხი აქვს დამწვარი. შემთხვევა გასულ შაბათს, 25 ნოემბერს მოხდა.

"ღამის საათებში სახლში მივდიოდით. შემაღლებული სკამები რომ არის იქ ვისხედით, მოულოდნელად ცხელი წყალი წამოვიდა ხრიალით – თქვეს, რომ რადიატორი გასკდა. ბავშვს ორივე ფეხი დამწვარი აქვს. ავტობუსი სავსე იყო ხალხით", - უთხრა ბავშვის დედამ გამოცემა ბათუმელებს.

ბავშვის დედა ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ, ბათუმის მერიიდან ან ბათუმის ავტოტრანსპორტიდან არავინ შეხმიანებია.

ამასთან, გამოცემა ესაუბრა ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელს, რომელმაც უარყო ინფორმაცია და თქვა, რომ მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა.


close დახურვა