logo
ENG



ბათუმელები: კაცს, რომელიც 12 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, საპროცესო დაუმტკიცეს

29 ივნ 202321:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/29/1da33a034brpyj1.png

განაჩენში, რომელიც ბათუმელებმა მოიპოვეს, წერია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო მოსიძემ კაცს, რომელიც საკუთარ სახლში 12 წლის მოზარდთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა, საპროცესო დაუმტკიცა. 

ბათუმელების ინფორმაციით, ეს განაჩენი მოსამართლე ციცინო მოსიძემ 2021 წლის 9 აპრილს მიიღო.

"დამტკიცდეს პროკურორის გ.ტ.-ს და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება." – წერს განაჩენში მოსამართლე ციცინო მოსიძე.

განაჩენში წერია, რომ მსჯავრდადებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც მას "ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით."


close დახურვა