ბათუმის თევზის ბაზარში აფეთქება მოხდა - შედეგად არავინ დაზარალებულა. დაზიანდა ერთი ავტომობილი.
შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათთვისაც უცნობია, რას შეიძლება გამოეწვია აფეთქება.
„დავკეტეთ ღამით - მოვედით და ასე დაგვხვდა. ექვს საათზე დაწვა ბაზარი. არ ვიცით, რა მოხდა. ექსპერტიზა გვეტყვის მიზეზს", - ამბობენ მოვაჭრეები.
როგორც „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.