logo
ENG



ბათუმის სამშობიარო სახლში ინფიცირებულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა

09 სექ 202012:48
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმის სამშობიარო სახლში ინფიცირებულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა

ბათუმის სამშობიარო სახლში ინფიცირებული თანამშრომლების რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ფორმულას" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

მათი ცნობით, კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც ერთ-ერთი თანამშრომლის კონტაქტია. მათივე ინფორმაციით, თანამშრომლების ტესტირება მიმდინარეობს.

ბათუმის სამშობიარო სახლზე დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა ისაუბრა. მისი ცნობით, ამ დროისთვის სამშობიაროში არც ერთი მელოგინე და ახალშობილი არ ჰყავთ, ამიტომ სამშობიარო თავისი დანიშნულების მიხედვით არ ფუნქციონირებს.

დღეს, 9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 25 აჭარის რეგიონს უკავშირდება


close დახურვა