ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი 10 წლამდე ასაკისაა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.