logo
ENG



ბათუმში ალტ-ინფოს ოფისი წითლად შეღებეს

14 აპრ 202215:29
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ოფისი წითლად შეღებეს.

ალტ-ინფოს ოფისს წითელი საღებავი პროტესტის ნიშნად არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემ შეახსა.

ის ამბობს, რომ საქართველოში რუსული პარტიების მუშაობას არ დაუშვებს. მისივე თქმით, პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად ოფისთან მარტო მივიდა.

"ვისაც უნდა რუსეთი და რუსები, მიბრძანდეს, ბატონო, თუ არადა მივაბრძანებ იქითკენ, საითაც რუსული ხომალდი გაუშვეს", - ამბობს აქტივისტი.

მოგვიანებით მან ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ იერსახის დამახინჯების მიზეზით პოლიციამ 50 ლარით დააჯარიმა.


close დახურვა