logo
ENG



ბათუმში აქციაზე 6 პირი დააკავეს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა კი დაზიანებები მიიღო

19 თებ 202214:09
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის ჰილტონში, სადაც გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ქართული ოცნების თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, 6 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან ბათუმის საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს წევრები.

საბჭოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან, ელგუჯა ბაგრატიონმა კი დაკავების დროს დაზიანებები მიიღო. როგორც ცნობილია მას დაზიანებული აქვს მხრის სახსარი და დარტყმული აქვს თავი. ამჟამად ის ბათუმის რეფერალურ კლინიკაშია გადაყვანილი.

ქართული ოცნება ჰილტონში ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავდა. ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას და მისთვის კითხვების დასმას მოითხოვდა. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "სპეკულაციები", რომელიც ამ თემაზე ისმის, მათთვის მიუღებელია. 

ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა

ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ 24 ნოემბერს ბრიფინგზე თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე "ასლან აბაშიძისდროინდელი" ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა. გავრცელდა აუდიოჩანაწერით, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრს დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ.

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


close დახურვა