ბათუმში, დედამ არასრულწლოვან ბავშვზე, სავარაუდოდ, ფიზიკურად იძალადა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, დედა დაკავებული არ არის, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
გამოცემა ბათუმელების ცნობით, ბავშვი, რომელზეც იძალადეს, 9 წლის გოგონაა და მასთან უკვე მუშაობენ სოცმუშაკები.
უწყება აცხადებს, რომ საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.