logo
ENG



ბათუმში ეკლესია გაქურდეს

26 იან 202013:23
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში ეკლესია გაქურდეს. საქმე ეხება ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში მდებარე მირქმის ტაძარს. კონკრეტულად,  გაქურდულია სამრეკლო. გავრცელებული ინფორმაციით, ტაძრის სასათლიდან წაღებულია 100-მდე ლარი. 

დეტალების გასარკვევად "ფორმულა" შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

 


close დახურვა