აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ბათუმში ელიტ ელექტრონიქსის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირების წყარო უცნობია. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა სახელოვნებო სკოლის მასწავლებელსაც, რომლის წყაროც ასევე უცნობია.
ბათუმში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 16-ის წყარო უცნობია, ნაწილი კი საკონდიტრო დონას, ე.წ. ხოფის ბაზრობას, სამშობიარო სახლსა და უკვე დადასტურებულ შემთხვევებს უკავშირდება.