მოძრაობა სირცხვილია ბათუმში ე.წ დაუმორჩლებლობის წვეულებას მართავს და კომენდანტის საათს არღვევს.
მსვლელობა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქტივისტები მოძრაობა სირცხვილიას ოფისიდან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოსკენ მიდიან. ისინი ქვეყანაში დაწესებულ კომენდანტის საათს აპროტესტებენ.
სამოქალაქო აქტივისტებმა კომენდანტის საათის გაუქმების მოთოვნით რამდენიმე აქცია უკვე გამართეს თბილისსა და ბათუმში.
3 აპრილს, გვიან ღამით სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას ბათუმის ოფისში სამართალდამცველები შეიჭრნენ და რამდენიმე ადამიანი დააკავეს. აქტივისტები ამბობენ, რომ პოლიციელებმა ისინი სცემეს და ძალის გამოყენებით დააკავეს. მოძრაობის წევრები კომენდანტის საათის დაუმორჩილებლობის აქციას მართავდნენ.
საქართველოში კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. მოქალაქეებს 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ.
შეზღუდვა დაწესებიდან მხოლოდ სამჯერ შემსუბუქდა: 31 დეკემბრის ღამეს, ასევე 2021 წლის 6 იანვრის შობის ღამეს კომენდანტის საათი მოიხსნა, ხოლო 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთის მქონე პირებს გადაადგილების უფლება 01:00 საათამდე ჰქონდათ.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მოთხოვნის მიუხედავად, მთავრობამ კომენდანტის საათი არ მოხსნა ნოვრუზის დღესასწაულზე, რის გამოც მოსახლეობის ნაწილმა შეზღუდვა დემონსტრაციულად დაარღვია.