logo
ENG



ბათუმში ოჯახი ჩვილის დაღუპვაში ექიმს ადანაშაულებს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო

28 ივლ 202423:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/28/sl0y6hfs3hrop2e.jpeg

იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ჩვილი დაიღუპა. ქალის ოჯახი ექიმს არასწორ მკურნალობაში, დაგვიანებულ რეაგირებასა და ჩვილის დაღუპვაში ადანაშაულებს. ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.

გამოცემა დაღუპული ჩვილის ოჯახის წევრზე დაყრდნობით წერს, რომ "უკვე 41 კვირის ორსულ ქალს სამშობიარო ტკივილები არ დაეწყო. ოჯახი ჩარევას ითხოვდა, თუმცა ექიმი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ კი ექოსკოპიამ 26 ივლისს ბავშვის დაღუპვა დააფიქსირა, რის შემდეგაც ქალს ოპერაცია გაუკეთეს".

ოჯახი დროულ გამოძიებას და ექიმის დასჯას ითხოვს. კლინიკაში კომენტარს არ აკეთებენ, ვიდრე მოკვლევა არ დასრულდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა