logo
ENG



ბათუმში საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციაზე ენმ-ის წევრი დაშავდა

04 ნოე 202021:17
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც საპროტესტო აქცია იმართება, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა. 

დაშავდა ენმ-ის წევრი, გიორგი კირთაძე, ის დამსხვრეული მინით დაზიანდა. 

საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრებს იხილავენ. დემონსტრანტები ამბობენ, რომ სხდომაზე არ უშვებენ უფლებამოსილ პირებს - პარტიის წარმომადგენელ დამკვირვებლებს. 

მათი განცხადებით, არჩევნები გაყალბდა, ამ დანაშაულის თანამონაწილე კი, ქართულ ოცნებასთან ერთად, პოლიციაა. 

საოლქო-საარჩევნო კომისიებთან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პოლიტიკოსები, მაჟორიტარობის კანდიდატები ითხოვენ, დათვლის და საჩივრების განხილვის პროცესს დაესწრონ, თუმცა, პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. 

აქციებიზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი. 

ამ დროისთვის ოპოზიციური სპექტრი არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 


close დახურვა