შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, მეორე კი ამავე სამმართველოს დამხმარე პერსონალია.
"თანამშრომლების ტესტების პასუხები 7 და 8 სექტემბერს გახდა ცნობილი. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მკურნალობს. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.