პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. ბაიდენის თქმით, გერმანიის ლიდერის მხარდაჭერას უკრაინისადმი დიდი მნიშვნელობა აქვს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინი და ვაშინგტონი ამ საქმეში "ფეხდაფეხ მიდიან".
"თქვენ გააქტიურდით და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უზრუნველყავით. მე ვიტყოდი, რომ სამხედრო მხარდაჭერის გარდა, უკრაინელებს თქვენ დიდი მორალური მხარდაჭერაც აღმოუჩინეთ", - თქვა ბაიდენმა.
შოლცის თქმით, გერმანია იქამდე დაეხმარება უკრაინას, სანამ საჭირო იქნება.
"ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი წელია მსოფლიოსთვის დიდი საფრთხის გამო, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისგან მომდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ ერთად, რომ გავაერთიანეთ ძალები და შესაძლებელი გავხადეთ უკრაინისთვის აუცილებელი მხარდაჭერა მთელი ამ ხნის განმავლობაში", - განაცხადა შოლცმა.