logo
ENG



ბაიდენი: პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობს

07 ოქტ 202208:45
3 წუთის საკითხავი
 
ბაიდენი: პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ ყველაზე დიდი საფრთხეა კარიბის კრიზისის შემდეგ.

ბაიდენის თქმით, პუტინი არ ხუმრობს "როდესაც ტაქტიკური ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე საუბრობს".

"პუტინი არ ხუმრობს, როდესაც საუბრობს ბირთვული ტაქტიკური ან ბიოლოგიური თუ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების შესახებ, რადგანაც მისი შეიარაღებული ძალები, შეიძლება ითქვას, საქმეს ვერ ასრულებენ. მე არ ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა ბირთვული ტაქტიკური იარაღი მსუბუქად გამოიყენო და ყველაფერი არმაგედონით არ დაასრულო", - ამბობს ბაიდენი.


close დახურვა