logo
ENG



ბაიდენი: ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი შეუტევს უკრაინას მომდევნო რამდენიმე დღეში

17 თებ 202219:49
3 წუთის საკითხავი
 
ბაიდენი: ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი შეუტევს უკრაინას მომდევნო რამდენიმე დღეში

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი შეიძლება, თავს დაესხას უკრაინას მომდევნო რამდენიმე დღეში.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მაღალია რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საფრთხის დონე, პრეზიდენტი პასუხობს, რომ "ძალიან მაღალია".
მანვე დაამატა, რომ საფრთხე ძალიან მაღალია, რამეთუ რუსეთს არ გაუყვანია ჯარები:

"ჯერ ერთი, მათ შეიყვანეს ჯარები, მეორე - გვაქვს საფუძველი იმის თქმისა, რომ მათ დაიწყეს ცრუ ოპერაცია, რათა შესვლის საბაბი ჰქონდეთ. ყველა ნიშანია იმისა, ვიფიქროთ, რომ ისინი მზად არიან შევიდნენ უკრაინაში, შეუტიონ უკრაინას".

CNN-ის ცნობით, აშშ-მ დღეს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც მათ სამი კვირის წინ რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებზე წერილობითი დოკუმენტი გადასცეს. სახელმწიფო დეპარტამენტიდან განაცხადეს, რომ რუსეთის პასუხი დღეს ელჩ სალივანს გადაეცა მოსკოვში.


close დახურვა