logo
ENG



ბაიდენი და ჰარისი თეთრ სახლში ზელენსკის შეხვდებიან

20 სექ 202400:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/20/5p9v8x73pfeuujb.jpg

26 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული. ცალკე შეხვედრას ზელენსკი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთანაც გამართავს.

"ლიდერები განიხილავენ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში არსებულ ვითარებას, მათ შორის უკრაინის სტრატეგიულ გეგმებსა და აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ რუსული აგრესიისგან თავდაცვაში. პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ხაზს გაუსვამენ თავიანთ ურყევ ერთგულებას უკრაინის მხარდასაჭერად, სანამ ის ომში არ გაიმარჯვებს", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ზელენსკის პრესმდივანმა, იური ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან. გარდა ამისა, ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა, გარდა ამისა მსოფლიო ლიდერებთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებს გამართავს.


close დახურვა