logo
ENG



ბაიდენი პუტინზე: ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში

26 მარ 202222:15
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში აღარ უნდა იყოს. 

როგორც ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "უკრაინა არასდროს იქნება გამარჯვება რუსეთისთვის".

"თავისუფალი ადამიანები უარს ამბობენ იცხოვრონ უიმედობისა და სიბნელის სამყაროში. ჩვენ სხვანაირი მომავალი გვაქვს, ნათელი, დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული. იმედისა და სინათლის, წესიერებისა და ღირსების, თავისუფლებისა და შესაძლებლობების. ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაიცვას ჩვენი თავისუფლება და ღმერთმა დაიცვას ჩვენი არჩევანი", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. 


close დახურვა