logo
ENG



ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: გავაკეთე ის, რის გასაკეთებლადაც ჩამოვედი

16 ივნ 202122:26
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/16/tcy57thv2ax5tyh.png

 "გავაკეთე ის, რის გასაკეთებლადაც ჩამოვედი", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინთან თითქმის 4-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ბაიდენის განცხადებით, პირისპირ შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რათა არ მომხდარიყო მისი სათქმელის არასწორი ინტერპრეტაცია. 

"გავაკეთე ის, რის გასაკეთებლადაც ჩამოვედი.  პირველი: დავადგინეთ პრაქტიკული სამუშაო სფეროები, სადაც ორ ქვეყანას შეუძლია აამაღლოს საერთო ინტერესები და ასევე სარგებელი მოუტანოს მსოფლიოს.  მეორე: გვქონდა პირდაპირი კომუნიკაცია იმაზე, რომ აშშ უპასუხებს იმ ქმედებებს, რომლებიც ხელს უშლის ჩვენი ან ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს.  მესამე: იმისთვის, რომ ნათლად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები და ღირებულებები, მან ეს ჩემგან მოისმინა. შემიძლია ვთქვა, რომ მთელი შეხვედრის ტონი იყო, კარგი, დადებითი", - თქვა ჯო ბაიდენმა.

აშშ-რუსეთის სამიტი ჟენევაში დასრულდა. პრესკონფერენციისას პუტინმა აღნიშნა, რომ ბაიდენთან შეხვედრისას "არანაირი მტრული განწყობა" არ ყოფილა და კონსტრუქციულად ჩაიარა.

ვრცლად პუტინის განცხადებებზე წაიკითხეთ აქ.


close დახურვა