logo
ENG



ბაიდენი რუსეთ-უკრაინის საკითხს ევროპელ ლიდერებთან განიხილავს

29 მარ 202217:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/29/9c38lhmbzed31qz.jpg

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთ-უკრაინის საკითხს ევროპელ ლიდერებთან ტელეფონით განიხილავს. CNN-ის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

მოსალოდნელია, რომ საუბარში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრები.

სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დასრულდა

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები შეაჯერა და რუსეთსაც წარუდგინა. 

ამასთან, მოლაპარაკებების შემდეგ რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთი "კარდინალურად შეამცირებს" საომარ აქტივობას კიევსა და ჩერნიგოვში. 

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყირიმისა და დონბასის საკითხები ცალ-ცალკე განიხილონ.


close დახურვა