logo
ENG



ბაიდენის თქმით, ისრაელი გლობალურ მხარდაჭერას კარგავს

13 დეკ 202311:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/13/8gcjm8pb44hrdsy.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელი კარგავს მხარდაჭერას ღაზის სექტორში თავისი "განურჩეველი" დაბომბვის გამო და აღნიშნა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ უნდა შეიცვალოს.

ბაიდენის განცხადება, რომელიც მან 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დონორების წინაშე გააკეთა, მისი ყველაზე კრიტიკული შეფასებაა ღაზაში ნეთანიაჰუს მიდგომებთან დაკავშირებით.

"ისრაელის უსაფრთხოება შეიძლება დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს, მაგრამ ახლა მას უფრო მეტი აქვს, ვიდრე შეერთებულ შტატები. მას ჰყავს ევროკავშირის, ევროპა, მსოფლიოს დიდი ნაწილი... მაგრამ ისინი კარგავენ მხარდაჭერას, განურჩეველი დაბომბვა ხდება", - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენმა მიუთითა პირად საუბარზე, რომელშიც ისრაელის ლიდერმა თქვა: "თქვენ უწყვეტად დაბომბეთ გერმანია, ჩამოაგდეთ ატომური ბომბი, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა". აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან უპასუხა, რომ: "დიახ, სწორედ ამიტომ შეიქმნა ყველა ეს ინსტიტუტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რათა ეს აღარ განმეორდეს.. არ გაიმეოროთ იგივე შეცდომები, რომლებიც ჩვენ 11 სეტქემბრის დროს დავუშვით. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ავღანეთში ომში მონაწილეობა მოგვიწია".

ღაზის ოფიციალური პირების განცხადებით, ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 18 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 ათასი დაიჭრა, გარდა ამისა შეიქმნა ჰუმანიტარული კრიზისი.

ღონისძიებაზე ბაიდენმა ასევე ახსენა ისრაელის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი იტამარ ბენ-გვირი, რომელი ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრია. მისი თქმით, "ისრაელის ისტორიაში ეს ყველაზე კონსერვატიული მთავრობაა".

ბაიდენმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ "უნდა შეიცვალოს" და დასძინა, რომ "ისრაელის ეს მთავრობა ამას ძალიან ართულებს". გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ ისრაელს "არ შეუძლია უარს თქვას" პალესტინის სახელმწიფოზე, რასაც ისრაელი მკაცრი ხაზის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან.

"გვაქვს შესაძლებლობა, რეგიონი გავაერთიანოთ... და მათ ამის გაკეთება ჯერ კიდევ სურთ. მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბიბის [ნეთანიაჰუ] ესმის, რომ რაღაცა ნაბიჯები უნდა გადადგას... პალესტინურ სახელმწიფოს უარს ვერ ეტყვი".


close დახურვა