logo
ENG



ბაიდენის თქმით, უკრაინას არ გაუგზავნიან რაკეტებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიას მისწვდება

31 მაი 202211:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/31/cufd8b874824nfv.jpg

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი არ გეგმავს, უკრაინას მიაწოდოს რაკეტები, რომლებიც შეიძლება რუსეთის ტერიტორიას მისწვდეს.

"არაფერს გავგზავნი ისეთ, რომლის სროლაც რუსეთში შეიძლება", - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში.

გასულ კვირას CNN წერდა, რომ ბაიდენი გეგმავს გაზარდოს იარაღის რაოდენობა, რომელსაც ის უკრაინას სთავაზობს, მათ შორის შორი მანძილის რაკეტები, რომლებსაც უკრაინა ითხოვს.

პარასკევს, მას შემდეგ, რაც CNN-მა პირველად გაავრცელა ეს ინფორმაცია, რუსეთში განაცხადეს, რომ სისტემის მიწოდებით აშშ "წითელ ხაზს გადაკვეთს".


close დახურვა