აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოშეხვედრა დაიწყო. სავარაუდოდ, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინა და NATO-ს გაფართოება იქნება.
მოლაპარაკებები ევროპაში დაძაბული ვითარების ფონზე მიმდინარეობს. რუსეთს უკრაინის საზღვართან ათასობით ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, თუმცა ამტკიცებს, რომ თავდასხმას აპირებს. ამავე დროს, აშშ აგრესიული ქმედებების შემთხვევაში სანქციებით იმუქრება.
ონლაინმოლაპარაკებებიდან პირველი კადრი კრემლმა გაავრცელა.
ბოლო შეხვედრა პუტინსა და ბაიდენს შორის პირისპირ ივნისში შვეიცარიაში გაიმართა, რამაც მცირე შედეგი გამოიღო. ორი ქვეყნის ლიდერები ელჩების დაბრუნებასა და ბირთვულ იარაღზე დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდნენ.